შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეტროპილიტენი მუშაობას 7 იანვრის 00:00-ის ნაცვლად, 03:00 საათზე დაასრულებს და 6 იანვრის 23:00 საათიდან მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გრაფიკის ცვლილება არ ეხება ავტობუსებს და სამარშრუტო ტაქსებს.