თბილისში უძრავი ქონების ქირის ფასი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებულ საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
როგორც მიმიხილვაში ვკითხულობთ, 2025 წლის სექტემბერში, დედაქალაქში ბინის საშუალო გასაქირავებელი ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 10.2 აშშ დოლარი იყო, რაც 2024 წლის მონაცემებთან შედარებით, 10%-ით ნაკლებია.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ამონაგები წლიურ ჭრილში 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.5%-ზე შენარჩუნდა.
ამასთანავე, "თიბისი კაპიტალის" კვლევის თანახმად, 2025 წლის სექტემბერში თბილისში 3 869 ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება.