დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები დედაქალაქში ავარიული შენობების საკითხს, სატრანსპორტო რეფორმას, ჯანდაცვის პროგრამებს, უკანონო მშენებლობებს ეხებოდა.
განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი 86 მილიონ 660 ათასი ლარით გაიზარდა და 1 392 079 ათასი ლარით განისაზღვრა. საკითხი მერის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, გაზრდილ ბიუჯეტში გარდამავალი ნაშთი 74 მილიონ 779 ათას ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ბიუჯეტი გაიზარდა საერთაშორისო გრანტების და დასახლებული ტერიტორიების დასუფთავების მოსაკრებლის ხარჯზე.