კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა უკვე აღარ მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განვითარდება ისე, რომ ჩვენ მომავალში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ დაგვჭირდება, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით და დაფუძნებულია იმ ინფორმაციის ანალიზზე, რომელიც ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ინფორმაციისთვის, შეზღუდვა 2020 წლის ნოემბერში დაწესდა. აკრძალვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე ეკრძალებოდათ.