
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, გარკვეული დროის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზის გამო ხაზი გაჩერებული იყო და მგზავრეს ვერ ემსახურებოდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ პრობლემა აღმოიფხვრა და მოძრაობა სრულად აღდგა.