2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 8.0% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.1%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-0.2 %). თუმცა, წელს, საანგარიშო პერიოდში 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 7.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 9.7%-ით.
სტატისტიკის მიხედვით, წელს, მესამე კვარტალში ყველაზე იაფი ბინები სამგორშია, ხოლო ძვირი მთაწმინდაზე.
უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ, 2024 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში ბინების (1მ2 -ის) მედიანური ღირებულებას, თბილისის უბნების მიხედვით:
მთაწმინდა - 5 717 ლარი (1 კვ.მ)
ვაკე - 5 202 ლარი
საბურთალო - 4 007 ლარი
ჩუღურეთი - 3 903 ლარი
კრწანისი - 3 676 ლარი
დიდუბე - 3 651 ლარი
ნაძალადევი - 3 612 ლარი
გლდანი - 3 394 ლარი
ისანი - 3388 ლარი
სამგორი - 3 232 ლარი