რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრთა მომსახურებას ხვალიდან განაახლებს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები დასრულდა.
საბაგირო გზა ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს და მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება.