jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ვახუშტის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ 14 თებერვალს 19:00 საათზე, "თბილისი ენერჯი" ავარიული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოებს იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით, ნაწილობრივ შეიწღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, მეორე დღის, 15 თებერვლის 8:00 საათამდე.
 
„ კომპანია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო. თბილისის გაზმომარაგების ქსელის განახლება და რეაბილიტაცია "თბილისი ენერჯის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის“,- აღნიშნავენ კომპანიაში.
704