global distribution
გარე ავეჯი

თბილისში, 1-ელი ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, N306 მარშრუტზე ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, N306 მარშრუტი, რომელიც აქამდე მხოლოდ აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავდა, დაგრძელდება და დაფარვის არეალი გაფართოვდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი სქემის მიხედვით, მარშრუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ავტობუსი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ემირ ბურჯანაძის ქუჩას დაუკავშირდება. მეორე მხრივ, მარშრუტი აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან დიდ დიღმამდე გაგრძელდება. შესაბამისად, N306 ავტობუსი იმოძრავებს ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით.

გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, ბელიაშვილის ქუჩისა და რობაქიძის გამზირის კვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძიც მოეწყო. შესაბამისად, პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტის ავტობუსები ამ კვანძზე შუქნიშნის რეგულირების საშუალებით, მარცხნივ მოხვევით, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გადაადგილდებიან.

131