შპს სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს წარმომადგენლის პეტერ ნიუმანის განცხადებით, აუცილებელია ყველამ გაითავისოს, რომ პირველ რიგში ჩატარდა გადაუდებელი სამუშაოები.
„ჩვენ პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, მივიღეთ გადაუდებელი ზომები. უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი მოვლენა არის დინამიური და ცოცხალი ორგანიზმის მქონე. აუცილებელია სწრაფი ზომების მიღება. არ არის გათვლებისა და გეგმების დასახვისთვის საკმარისი დრო. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, განგვეხორციელებინა სხვადასხვა ღონისძიებების კომბინაცია. მათ შორის მასების ნაწილის ამოღება-მოხსნა, ჩატარდა გარკვეული გამაგრების და გაბურღვის სამუშაოები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნაპრალების ამოვსება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უკანასკნელის თაობაზე გამართული დისკუსია იყო უადგილო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაპრალების ამოვსება, რომ იქ არ დაგროვდეს წყალი და არ გაგრძელდეს პროცესი. ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო“, - განაცხადა პეტერ ნიუმანმა.