jan-medi
ავერსი საქკაბელი

 საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და უკვე არსებულის რეაბილიტაციაა. ამჯერად ინფრასტრუქტურული პროექტი ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17-ის მიმდებარედ დასრულდა.

სამუშაოების შედეგად 3 400 კვ. მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. დაითესა ბალახი და დაირგო 232 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდა.

დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ, „მონოლითი 2005“-მა შეასრულა.

დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

151