
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ინფორმაციას თავად ადმინისტრაცია ავრცელებს. საუბარია ადმინისტრაციის სამოქალაქო შესასვლელზე.
„მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ხორციელდება კეთილმოწყობითი სამუშაოები. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება“, - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია რკინის ბოძები. პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს, რათა საპროტესტო აქციების ჩატარებას ხელი შეეშალოს.