თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „მშვიდობის ხიდის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
„ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში და ამის დასკვნაც არსებობდა - საჭიროებდა შესაბამისი
სამუშაოების წარმოებას. ამ პროექტის ფარგლებში საყრდენი ბურჯები მთლიანად განახლებულია. ბაგირების არასწორი დაჭიმვის გამო, ხშირად იმსხვრეოდა მინის მოაჯირები. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული გვყავდა უცხოელი სპეციალისტები, ვინც თავიდანვე მუშაობდა ამ ხიდის დაპროექტებაში, ხოლო შემდეგ პროექტის განხორციელებაზე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ხიდი ქვეითად მოსიარულეთათვის ყველანაირად უსაფრთხოა“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ხიდზე გარე განათების ქსელის განახლება იგეგმება, რაზეც ტენდერი გამოცხადდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, „მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაზეც ქალაქის ბიუჯეტიდან 1.4 მლნ ლარი დაიხარჯა.