global distribution
გარე ავეჯი


„მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისში არცერთი ავარიული ლიფტი აღარ იქნება - ჩანაცვლებას მერიას მოახდენს,“ - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

„ძალიან ამბიციური განაცხადი - მომდევნო 4 წლის განმავლობაში არცერთი ავარიული ლიფტი აღარ იქნება ქალაქში. ამ წლების განმავლობაში ამხანაგობის პროგრამის მიმართულებით ძალიან ბევრი ლიფტის რეაბილიტაცია მოხდა, თუმცა დღეს ეს გამოწვევა ისევ დგას ქალაქში, ამიტომ დღეს ვაანონსებთ უკვე აგრესიულ პოლიტიკას და ვამბობთ, რომ 4 წლის თავზე არცერთი ავარიული ლიფტი აღარ გვექნება თბილისში,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, მათ უკვე აქვთ გარკვეული მონახაზი ამ პროგრამაზე.

„მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისში არცერთი ავარიული ლიფტი აღარ იქნება - ჩანაცვლებას მერიას მოახდენს“„მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისში არცერთი ავარიული ლიფტი აღარ იქნება - ჩანაცვლებას მერიას მოახდენს“
„მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისში არცერთი ავარიული ლიფტი აღარ იქნება - ჩანაცვლებას მერიას მოახდენს,“ - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

„ძალიან ამბიციური განაცხადი - მომდევნო 4 წლის განმავლობაში არცერთი ავარიული ლიფტი აღარ იქნება ქალაქში. ამ წლების განმავლობაში ამხანაგობის პროგრამის მიმართულებით ძალიან ბევრი ლიფტის რეაბილიტაცია მოხდა, თუმცა დღეს ეს გამოწვევა ისევ დგას ქალაქში, ამიტომ დღეს ვაანონსებთ უკვე აგრესიულ პოლიტიკას და ვამბობთ, რომ 4 წლის თავზე არცერთი ავარიული ლიფტი აღარ გვექნება თბილისში,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, მათ უკვე აქვთ გარკვეული მონახაზი ამ პროგრამაზე.

„ბევრი ვიმუშავეთ, უკვე გვაქვს მონახაზი, საჭირო თანხებიც ვიცით. ყველაფერი იქნება განახლებული და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ლიფტების პრობლემა ქალაქში იქნება მოგვარებული. ეს შეიძლება პირდაპირ ჩვენი ვალდებულება არ იყოს, რადგან იცით, რომ არსებობს ამხანაგობები, მათ უნდა მოახდინონ ლიფტის სარემონტო სამუშაოების წარმოება იქნება თუ შეცვლა, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლიფტების ჩანაცვლება მოახდინოს მუნიციპალიტეტმა,“ - აღნიშნა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მონაცემებით, თბილისში დაახლოებით 15 ათასი ლიფტი იყო, საიდანაც ინსპექტირება 5 ათასს ჰქონდა ჩატარებული. სპეციალისტების შეფასებით, ქალაქში ათასობით მოძველებული ლიფტია, ხოლო ასობით ლიფტი უსაფრთხოებაზე არასდროს შემოწმებულა. ამასთან, მათივე ცნობით, ლიფტის მოდერნიზება 10 ათას ლარამდე ჯდება, ხოლო ახალი ლიფტის მონტაჟის საფასური 20 ათასი დოლარიდან იწყება.

208