თბილისის მერია ლაგუნასთან საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისივე ცნობით, სამუშაოები 2 თვე გაგრძელდება და ძირითადად, ღამის საათებში განხორციელდება.
„ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაციის დაწყებას ვაპირებთ. სარეაბილიტაციო ტერიტორია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე საგზაო მონაკვეთს მოიცავს. ეს არის ძალიან პრობლემური ადგილი გამტარუნარიანობის თვალსაზრისით. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მოვახდინოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ნაწილის გაფართოება.
ასევე სამუშაოების ფარგლებში, საპროექტო ტერიტორიაზე დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, დამონტაჟდება შუქნიშნები, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები; მოეწყობა ახალი გარე განათების სისტემა; გმირთა მოედანზე არსებული განათების სისტემაც მთლიანად შეიცვლება. მთლიანად სამუშაოების დასრულებას, მაქსიმუმ 2 თვე დასჭირდება. აღსანიშნავია, ისიც რომ სამუშაოების შესრულება ძირითადად, ღამის საათებში მოხდება,“ - აღნიშნა კალაძემ.