janmedi
ავერსი ნემო

მომავალ წელს თავისუფლებისა და რესპუბლიკის მოედნების რეაბილიტაცია იგეგმება, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკის მოედანი საახალწლო ღონისძიებებიდან გამომდინარე დაკეტილი იქნება, გამზირის დახაზვა და შუქნიშნების ჩართვა მოგვიანებით არის დაგეგმილი.

ამასთან, მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ვგეგმავთ მოძრაობის ოპტიმალური სქემების შემუშავებას. დავამუშავებთ ყველაზე მისაღებ ვარიანტს, რომელიც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემასთან იქნება თავსებადი.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, დაიწყება რესპუბლიკის მოედნის განახლების სამუშაოები. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა დაახლოებით 200 ავტომობილზე.

გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს თავისუფლების მოედნის რეაბილიტაცია/განახლება. ასევე რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია და განახლება.

ყველა არსებული შენობა, რომელიც დგას დღეს რუსთაველის გამზირზე იქნება სრულად მოწესრიგებული, რეაბილიტირებული და განახლებული.

ამ სამუშაოების დაწყებას ვგეგმავთ მომავალ წელს,“ - განაცხადა კალაძემ.

114