
აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა მიღებულ ხმებთან დაკავშირებით - მადლობას ვუხდი განსაკუთრებით თბილისს მხარდაჭერისთვის, არ დავიღლები თქვენს სამსახურში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო განვითარებული ევროპული ქალაქი.
„ამ არჩევანით მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ნება და მიზანი, რომ სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და თბილისის უკეთესი მომავალი. უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი ვაჩვენეთ თბილისში. საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 71%-ზე მეტმა გამოგვიცხადა ნდობა. ეს არის 215 370 ამომრჩევლის ხმა, რაც ბევრად აღემატება მაგალითად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სადაც პირველივე ტურში მივაღწიეთ წარმატებას. მე აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა და მათ მიერ მართულმა ტელევიზიებმა მიღებულ ხმებთან დაკავშირებით. მათ ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა როგორც დედაქალის მოსახლეობამ, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. მადლობას ვუხდი განსაკუთრებით თბილისს მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. არ დავიღლები თქვენს სამსახურში. არ დაგზარდებით გემსახუროთ თავდაუზოგავად როგორც მე, ასევე ჩემმა თანაგუნდელებმა,“ - განაცხადა კალაძემ.