თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ასე, ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის ისეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა შეძლო.
"მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სააკაშვილს, ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას და საკუთარი კანდიდატის გაფარჩაკებას. დაველოდოთ არჩევნებს და ხვალ ყველაფერი იქნება ცხადი.
ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს სააკაშვილი ბათუმშია,"- განაცხადა კახა კალაძემ.