ხვალ, 26 მაისს დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩა N26-თან წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები 26 მაისს საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 26 მაისს, 22:00 საათიდან 28 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში – ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩის, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, გელოვანის, გამრეკელის, ძმები ზალდასტანიშვილების, დელისის, ჩიქოვანის, ქავთარაძის, ჯიქიას, იოსელიანის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებს; წყნეთის გზატკეცილს, საკანდელიძის, დოლიძის, ამაღლობლის, უჩანეიშვილის II შესახვევს. ლორთქიფანიძის, გაზაფხულის, უნივერსიტეტის I შესახვევს, თხინვალას I-II აგარაკს; დიღომი 7-ს.
წყნეთს, წავკისს, შინდისს, კიკეთს, კოჯორს, ტაბახმელას, ბეთანიას, ახალდაბას, კვესეთს.
სოფელ დიღომში – ჩოხელის, შარაშიძის, ანდრონიკაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, ათონელის, მუხათგვერდისა და მიმდებარე ქუჩებს.
გლდანის რაიონში – ნატახტარს, წეროვანის დასახლებას, წიწამურს.
ზაჰესში – წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, ცქიტიშვილის, ავჭალისა და მიმდებარე ქუჩებს.
ასევე, ქალაქ მცხეთას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით“, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.