თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვინ იქნება მმართველი გუნდიდან თბილისის მერობის კანდიდატი. მან ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა, იქნება თუ არა თავად მერობის კანდიდატი.
„უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას თუ ვინ იქნება კონკრეტული კანდიდატი დედაქალაქში და ასევე სხვა კანდიდატებიც. გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს კანდიდატები უკვე სამუშაო ჯგუფში გავლილია, გადაწყვეტილებებიც რაღაცებზე მიღებული გვაქვს და უახლოეს მომავალში ყველაფერს გეტყვით",-განაცხადა კალაძემ.